ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა “ვოლსვაგენ ჯეტა” შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ 276-ე მუხლის 2-ე ნაწილით.
როგორც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, მას გამაფღთხილებელი სიგნალი ჩართული ჰქონდა და ავადმყოფი გადაჰყავდა.
რაც შეეხება მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს, ის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად