ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე BMW-ს და OPEL-ის მარკის ავტომანქანების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთერთი მანქანა სპორტის სასახლის ეზოში გადავარდა. მეორე კი ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სსკ 276 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...