ზუგდიდში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში. რუხში ცენტრალურ ავტოტრსასაზე ფორდის მარკის სატვირთო ავტომანქანას უკნიდან შეეჯახა მოტოციკლი. მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი,უკიდურესად მძიმე,ტერმინალურ მდგომარეობაში, გულის გაჩერებით და აპნოეთი. ჩაუტარდა გულ- ფილტვის რეანიმაცია,თუმცა რამოდენიმე წუთში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.”
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, სახანძრო სამაშველო ბრიგადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...