ზუგდიდში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას ამ წუთებში სამედიცინო კვლევები უტარდებათ.შსს-ს ინფორმაციით,მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად