ზუგდიდში აქტიურად ეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, ზუგდიდში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა. პროექტის მიხედვით, ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა.

მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზეც, აშენდება ხელოვნურსაფარიანი სტადიონიც. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.

ზუგდიდში 5 ათას ადამიანზე გათვლილი რაგბის სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, განახლებულ ბოტანიკურ ბაღში დღეს ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად