ზუგდიდში ახალი საბავშვო მოედნები მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასრულდა საბავშვო მოედნების მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 154499.8 ლარია. ახალი საბავშვო მოედნები რაფიელ ერისთავის, კონსტანტინე გამსახურდიას, ბუკიას, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის ქუჩებზე მოეწყო.

დასრულებული სამუშაოები დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ დაათვალიერეს.

პროექტი ატრაქციონებისა და 14 წლიდან ასაკის მომხარებლებისთვის ტრენაჟორების მოწყობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად