ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით მას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიღენებული.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს ჭრილობა გულმკერდის არეში ბასრი საგნით. უტარდება შესაბანისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთზე არ ემუქრება,”- აცხადებს ორჟონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად