ზუგდიდში, 93.88%-ით ირაკლი ჩიქოვანმა გაიმარჯვა

ცესკოს მონაცემით, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა 31 678 ხმა მიიღო, რაც 93.88% -ია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ – 2064 ხმა, 6.12%
21 ნოემბერს, საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა. რადგან 31 ოქტომბერს, მაჟორიტარობის კანდიდატებმა ვერ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 50%+1 ხმა.

ზუგდიდში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანია, მეორე ადგილზე გასული ენმ-ის წარმომადგენელი, მალხაზ ჯალაღონიამ კი არჩევნებს თანაგუნდელების მსგავსად ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა ბიულეტენში ის მაინც იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად