ზუგდიდში, № 83-ე სარჩევნო უბნის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა

ზუგდიდის № 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, ზუგდიდის საარჩევნო უბნებზე 100 საჩივარი დარეგისტრირდა.

მისი თქმით, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს შეეხება. მოთხოვნილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა № 82-ე და № 83-ე უბნებში გადასატანი ყუთების საკითხი განიხილეს. ერთ შემთხვევაში ორი პირის იდენტური არ არის მესამე საკონტროლო ფურცელი, მეორე შემთხვევაში კი, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილმა ამომრჩეველმა ხმა როგორც ამ სიის, ისე ერთიანი სიის საფუძველზე მისცა.

№ 83-ე უბნის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, მას შენიშვნა მისცეს. რაც შეეხება № 82- ე უბანს, იქ გადასატა ყუთში ჩატრილი ყველა ხმა ბათილად იქნა ცნობილი.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მერის არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსს და მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი შენგელიასთან შორის, ამომრჩეველმა მერობის “პოსტი” “ოცნების” კანდიდატს ჩააბარა.

საბოლოო წინასწარი შედეგები  №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ასეთია:

5 სანდრა ელისაბედ რულოვსი – 42,84 %

41 გიორგი შენგელია – 54,18 %

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...