ზუგდიდში 67 წლამდე კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს შემთხვევა თურქეთს უაკვშირდება, თუმცა საბოლოო ეპიდკვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მისი თქმით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმოფოში მოთავსებულ პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ქუთაისში ჩაუტარდა.

“2 შემთხვევა გვაქვს, ერთი დადასტურებული ბათუმში დ მეორე ზუგდიდში, ავადმყოფო იმყოფებოდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. ორივეს შემთხვავა უკავშირდება თურქეთიდან შემოსვლას. ახლა დაიწყო ეპიდკვლევა და წყარო, საიდან მოდიან, თურქეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან ამაზე ვერ დავკონკრეთდები. ალბათ, ხვალ შუადღეს გვეცოდინება მეტი ამ ეპიდკვლევაზე” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “მოამბესთან” განაცხადა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად