ზუგდიდში, 56 წლის ქალი სავარაუდოდ შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, სამართალდამცავებმა 56 წლის ქალი, დაახლოებით, ერთი საათის წინ დააკავეს. ის, სავარაუდოდ, ოჯახში, კონკრეტულად კი, შვილზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126-ე პრიმა მუხლით,რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...