ზუგდიდში 320 დევნილ ოჯახს ახალაშენებული ბინები გადასცეს (ვიდეო)

ზუგდიდში, 10 ახალაშენებულ კორპუსში, 320 დევნილი ოჯახისათვის ბინები ფარული კენჭისყრით განაწილდა. ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები. 

ბინების განაწილების დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულზე გადაეცათ.

ბინების განაწილების პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები შოთა რეხვიაშვილი, გოგი ფაცაცია და მამუკა ცოტნიაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შენობაში სულ 320 ბინაა, აქედან 40 – ერთოთახიანი, 160- ოროთახიანი, 120 – სამოთახიანი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...