ზუგდიდში 2 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან ერთად, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოტს შეხვდა.

შეხვედრაზე 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხი განიხილეს.

საბავშვო ბაღები პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში აშენდება. პროექტის დონორი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (kfw) და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობაა და მას ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოში, სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფით და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გზით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...