ზუგდიდში, 10 ინტოქსირებული არასრულწლოვანიდან, 6 ქუთაისში გადაიყვანეს

ქუთაისში სამედიცინო ცენტრ “ელჯიდა კომპანიაში” ზუგდიდის რეფერალური კლინიკიდან კატასტროფის სამსახურმა ექვსი მოზარდი გადაიყვანა, 5 გოგონა და 1 ვაჟი.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით ბავშვები უკრაინის მოქალაქეები არიან. ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“პაციენტებთან არის ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი. სიცოცხლისთვის საშიში არცერთი არ ჩანს. თუმცა ინტენსიურ თერაპიას საჭიროებენ. როგორც ამბობენ ბავშვებმა გუშინ მიიღეს სოსისი და ამან გამოიწვია მოწამვლა”-განაცხადა მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში კვებითი ინტოქციკაციით 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...