ზუგდიდსა და ქუთაისში 4 016 დევნილი ოჯახისთვის ბინები შენდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ზუგდიდსა და ქუთაისში კორპუსების მშენებლობის პროცესი მოინახულეს.

ზუგდიდში 2 016 დევნილი ოჯახისთვის 26 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. 2 კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს.

ქუთაისში, 2 000 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. 2 კორპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო, სადაც ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს.

ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობაც.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მშენებლებსა და იქ დასაქმებულ მუშებს გაესაუბრა.

ზუგდიდში მიმდინარე მშენებლობაზე 10 დევნილია დასაქმებული, ხოლო ქუთაისში – 7. 

ზუგდიდში მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2016 წლის 31 ნოემბერი, ხოლო ქუთაისში 1 ოქტომბერი.
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები დაგეგმილზე ორი თვით ადრე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...