ზუგდიდს 570 მაყურებელზე გათვლილი ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს.

ახალ თეატრს, მშენებობა აქტიურად მიმდინარეობს ორი დარბაზი ექნება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140 ადგილიანი ქინება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. ზუგდიდის თეატრი ავარიულ მდგომარეობაში იყო და დასი წარმოდგენებს ვერ მართავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტო მასალას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...