ზუგდიდის ცენტრში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს

ნიღბიანმა პირებმა, რომლებსაც იარაღიც ქონდათ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, წაიღეს ოქრო და მიმალვა მოახერხეს.

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შსს-ს ინფომაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...