ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, ბულვართან ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, ბულვართან ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაშავდა.

ავტომობილი ქვეითს ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად