ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი მანქანა ამობრუნდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების თქმით, მათ ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად