ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას 55 წლის მამაკაცს ვედრო, რომლითაც მიწა ამოჰქონდა, თავზე დაეცა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

“ჭის მწმენდავები მუშაობდნენ. ვედროს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფს თავზე დაეცა. ეს ხალხი სოფელში სულ დადის და ჭებს წმენდს, გუშინაც მუშაობდნენ აქვე სამეზობლოში. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სამწუხაროდ. ექსპერტები წინასწარი მონაცემებით ამბობენ, რომ ეს უბედური შემთხვევაა”, – ამბობს ბესო ერემაძე, რომლის სახლშიც მოხდა აღნიშნული უბედური შემთხვევა.

მისივე ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად