ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელს ბრალი წარუდგინეს

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ზუგდიდის საკრებულოს წევრს და ფრაქცია “ევროპული საქართველოს” ხელმძღვანელ ბათლომე შელიასა და წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ ბრალდება ძალადობას ედავება.

საქმე ეხება მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც, აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შელიამ განაცხადა, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის გამოძიების მიკერძოების კუთხითაც, რადგან სამართალდამცველებს რეალურად არ აინტერესებთ რა და რატომ მოხდა სინამდვილეში.

სწორედ ამიტომ, მარტო მის ნაწილს იძიებენ და სურთ ის მოძალადედ გამოიყვანონ. ამ დროს კი, როსტომ ზარანდია ხელშეუხებელი რჩება.

მისივე თქმით, სწორედ ზარანდიასთვის უნდა წარედგინათ ბრალი, როგორც ნამდვილ მოძალადეს, რადგან წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიასა და ახალგაზრდებს ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი ქუჩაში დასდევდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად