ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შუა ხნის მამაკაცი შეიყვანეს.

ერთი ვერსიით, დაჭრილი ფიჩორი-განმუხურის საოკუპაციო ზოლიდან ცდილობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლორებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც მას სავარაუდოდ რუსმა ოკუპანტებმა ესროლეს, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად დაჭრილი მამაკაცი კანონიერი ქურდის ირაკლი ბულისკირიას ბიძაა და ჭრილობა ქურდული გარჩევისას მიიღო.

ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ერთი ჭრილობა ქონდა ბარძაღის არეში, მას ჩაიტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კატასტროფის სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად