ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე, ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას თავის ფეისბუქ-გვერდზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე ადასტურებს

ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-11 საარჩევნო უბანზე პირველადი მონაცემებით, „ერთიან ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მანუჩარ ფიფია 2 ხმის უპირატესობით იმარჯვებდა.

ხმების გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ მე-11 სარჩევნო უბანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა სოსო გოგოხიამ გაიმარჯვა.

ამრიგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 45 მანდატიდან 22 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, 19 – „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”, 3 – „გახარია – საქართველოსთვის”, 1 მანდატის ბედი კი მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატთა შორის გაირკვევა.

კომენტარები
იტვირთება...