ძმის მკვლელობაში ბრალდებული: იმიტომ გავიქეცი, რომ თავი მომეკლა, მიმალვის საფრთხე არ არსებობს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ არღვლიანს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად დააკმაყოფილა პროკურორის მირანდა მუმლაძის შუამდგომლობა.თავად, ბრალდებული აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

“დანაშაული მაქვს, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. აღკვეთის ღონისძიების შეცვლა თუ შეიძლება პატიმრობის 10 ათას ლარად. იმიტომ გავიქეცი რომ თავი მომეკლა. მიმალვის საფრთხე არ არსებობს,”- განაცხადა ბესიკ არღვლიანმა სასამართლო სხდომაზე.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა 20 ოქტომბერს მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად