ზუგდიდის ყოფილი მერი: გიორგი გახარიასთან ერთად, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად

ზუგდიდის ყოფილი მერი გეგა შენგელია “ქართული ოცნებიდან” გახარიას პარტიაში გადავიდა.

ყოფილი მერი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდში გაიხსნა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” რეგიონული ოფისი.

“თითოეული ჩვენთაგანის მისწრაფებაა, გავერთიანდეთ საქართველოსთვის, რათა დაუღალავი შრომით ერთად ვიბრძლოლოთ უკეთესი სამშობლოსთვის.
მე მივიღე გადაწყვეტილება, შევუერთდე გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებულ, პოლიტიკურ პარტიას, რათა პროფესიონალების გუნდთან ერთად ვიშრომო უკეთესი, ძლიერი საქართველოსთვის.
ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა არასდროს ყოფილა თვითმიზანი, ჩემი მისწრაფება ყოველთვის იყო ზუგდიდელებთან ერთად მეშენებინა უკეთესი ზუგდიდი და როცა ამ საქმეში ვერ გრძნობ სათანადო მხარდაჭერას, რთულია მხოლოდ ადგილობრივი რესურსებით იმ პროგრესის შენარჩუნებაც კი, რომელიც გვქონდა ბოლო 2 წლის მანძილზე. ამ პერიოდის მანძილზე ასევე მიუღებელი გახდა ჩემთვის მმართველი პარტიის ხელმძღვანელთა ქმედებები, რიტორიკა და პრიმიტიულ ტყუილებზე დაფუძნებული ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომელმაც უკვე ორკესტრირებული ხასიათი მიიღო.
სწორედ ამიტომ, დღეს მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გიორგი გახარიასთან და იმ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ ქვეყნის მისწრაფებების შესასრულებლად.
მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდელ ამომრჩევლებს ნდობისთვის და მოვუწოდო, კიდევ ერთხელ გაერთიანებისკენ ზუგდიდისთვის და საქართველოსთვის”, – წერს გეგა შენგელია.

კომენტარები
იტვირთება...