ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტყაია-რიყე-პალურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ტყაია-რიყე-პალურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით რეაბილიტირდება 10 კმ და 300 მ გზა, იგება ბეტონის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 5 168 712 ლარია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიგა ფარულავამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად დაათვალიერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...