ზუგდიდში “ჭითაწყარის სასაფლაოზე” გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში მდებარე სასაფლაოზე ხანში შესული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები აწუხებდა და მესაფლავედ მუშაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.გარდაცვლილის ცხედარი კი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...