ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019-2020 წელს 109 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ღირებულებამ 73 000 000 ლარი შეადგინა. 2019–2020 წლებში რეაბილიტირდა 19 გზა. ასევე, აღდგა წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაიზანებული 50–მდე ქუჩა.

“ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა. ტენდერი გამოცხადებულია 34 გზის რეაბილიტაციაზე. წლის ბოლომდე კი 60–მდე ქუჩა მოეწყობა“ – განაცხადა ზუგდიდის მერმა 1 წლის ანგარიშის წარდგენის დროს.

გიორგი შენგელიამ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად