ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კოვიდინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ახლობლების ინფორმაციით, ის თავდაპირველად ფოთის ერთ-ერთ კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და ქუთაისში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, მას გულ-სისხლძარღვთა და სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 68 წლის მამაკაცს კოვიდ-19 გასულ კვირაში დაუდასტურდა.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მაშტაბით კარანტინში 169 ადანიანი იმყოფება.ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისი ცნობით, რუხის კლინიკაში 158 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის საშუალო სიმძიმის 73 პირი, ხოლო ფოთის კლინიკაში 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 11 პაციენტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად