ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

გიორგი შენგელიამ გორკის  ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი 34 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. წლის ბოლომდე ზუგდიდში 60-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ასევე, წყალარინებისა და წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაზიანებული გზების რეაბილიტაცია პარალელურად ხორციელდება.

2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად