საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ახალ საბავშვო ბაღს აშენებს. 

ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ჯამში 500-მდე ბავშვს მოემსახურება.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.