ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან საოკუპაციო ძალები საგუშაგოს აშენებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალები საგუშაგოს აშენებენ

ამის შესახებ ინფორმაციას “აიპრესს” ადგილობრივები უდასტურებენ და ამბობენ რომ საგუშაგოს მშენებლობა ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

სუსის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აწარმოებდნენ უკანონო სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ,,ცხელი ხაზი’’ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად