ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მამა-შვილი დაჭრის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს

გამოძიება დაწყებული აქვს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.რაც შეეხება ჩვენებას, ახლა იკითხება მამა შემდეგ დაიკითხება შვილი. მომხდართან დაკავშირებით ისინი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან გამოძიებას.

ამბობენ, რომ შვილს ქონდა სიგარეტი, თუმცა არა დიდი რაოდენობით, რასაც აბრალებენ, დაახლოებით 15 ყუთ სიგარეტზე საუბარი, რა შეუძლებელია ერთმა ადამიანმა გადმოზიდოს. თუ რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა, ამასთან დაკავშირებით აღნიშნეს , რომ უკვე დაკავებული იყო და ამის შემდგომ მოხდა გასროლა. არც რაიმე გამაფრთხილებელი გასროლა, ან სიტყვიერი გაფრთხილება არ იყო. არც იყო საჭირო როგორც ახსნეს. ადამიანი როცა დაკავებულია ამის შემდეგ ტყვია ესროლო ყოველგვარ ზღვარს სცილდება. არანაირი წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ქონდაო ჩვენი მხრიდან. მოცემულ შემთხვევაში მკურნალობას გადის ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რომ მდგომარეობა მსუბუქია, იმიტომ რომ გაჩხერილი არის ეს ტყვიის ლულა შესაბამისად სამედიცინო ჩარევების შედეგად დასჭირდება ოპერაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...