ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, გაწეული საქმიანობის შესახებ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა

მუნიციპალიტეტის მერმა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გიორგი შენგელიამ სტრატეგიულ მიმართულებებად ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება, განათლება და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მუნიციპალური ტრანსპორტი დაასახელა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტის მოცულობა 68.597.5 ათასი ლარით განისაზღვრა, ქედან საკუთარი შემოსავლების მოცულობა 41158 ათასი ლარია.

2019 წელს დაფინანსდა 35 პროექტი, ღირებულებით 14 471 469 ლარი.
გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 7 357 527 ლარი.

სრულდება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, რომელზეც 12 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მერიის ჯანდაცვის პროგრამებით ისარგებლა 2793 მოქალაქემ, რისთვისაც 957 810 ლარი დაიხარჯა. უწყვეტ აბილიტაციის პროცესში ჩართულია 50 ბავშვი.

სოციალური პროგრამებით ისარგებლა 20 690 ბენეფიციარმა, რისთვისაც 1 845 714.08 ლარი დაიხარჯა.

სოციალურად დაუცველ 25 ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლი, ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩაერთო 19 ოჯახი.

მუნიციპალური ტრანსპორტი განახლდა 15 ერთეული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ,,ISUZU”-ს მარკის ახალი ავტობუსით. ახალი ავტობუსების რიცხვი მომავალი წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. დაგეგმილია 25 ახალი ავტობუსის შემოყვანა, რაც კიდევ უფრო გაუუმჯობესებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა დროულ და კომფორტულ გადაადგილებას.

როგორც გიორგი შენგელიამ განაცხადა, მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლება და ახალგაზრდების ხელშეწყობაა. 2018-2019 სასწავლო წელს მერის სტიპენდია დაენიშნა 16 ახალგაზრდას. განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინასური ხელშეწყობის პროგრამისთვის დაიხარჯა 75 000 ლარი.

,,მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საჯარო სკოლას. აგრეთვე რეაბილიტირდა 26 საჯარო სკოლა. 18 საჯარო სკოლაში მოეწყო შიდა სველი წერტილები.

ახალი საბავშვო ბაღები შენდება ჯუმსა და ანაკლიაში. სრულდება მე-2 საბავშვო ბაღის მშენებლობაც. სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 20 საბავშვო ბაღს.

გიორგი შენგელიამ დარბაზში დასმულ კითხვებსაც უპასუხა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად