ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს

2 სოფელში, ცვანესა და ხეცერაში, სადაც ცენტრამდე მისასვლელი გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ერგეტის ცენტრიდან ცვანეს ცენტრამდე და ცვანეს ცენტრიდან ანაკლიის ზღვის სანაპირომდე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ადგილზე  გაეცნო.

გზასთან ერთად მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარს შეადგენს.

ცვანესა და ხეცერაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...