ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან 1 თვის წინ გატაცებული 3 პირი დღეს გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანიდან დაახლოებით 1 თვის წინ გატაცებული 3 პირი დღეს გაათავისუფლეს.

მათი გადმოყვანა ენგურის ხიდიდან მოხდა. როგორც გათავისუფლებულები ამბობენ, მათ დღეს სასამართლო სხდომის დარბაზი ჯარიმის სანაცვლოდ დატოვეს.

გათვისუფლებული პირების დაკითხვა ენგურის ხიდზე არსებულ აფხაზეთის პოლიციის მთვარი სამმართველოს ქვედანაყოფში მოხდა, რის შემდეგაც ისინი სავალდებულო კარანტინში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამი მოქალაქის დაკავება 7 ივნისს ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა, ოკუპანტები სამივე პირს საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად