ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდით სამუშაოებში გამგეობის თანამდებობის პირები მონაწილეობენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება,-ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ამ წუთებში გზა იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში.

გზის გაწმენდით სამუშაოებს გამგებელი ლაშა გოგია ადგილზე გაეცნო.

გაწმენდით სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, გამგებლის პირველი მოადგილე მამუკა წოწერია და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

The post ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდით სამუშაოებში გამგეობის თანამდებობის პირები მონაწილეობენ appeared first on iRegions.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად