ზუგდიდის მკვიდრი „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაზე: კარმის კანონია! ხომ იძახდნენ ახალაიები არ გვინდაო!

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა აქვს.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ბანკში სერიოზული საფრთხე არსებობს, რაზეც პოლიციის და სპეცსამსახურების მუშაობა მიუთითებს.

“მოვედი დადიანების პარკიდან, მიმდინარეობს სპეცოპერაცია. შეიარაღებული პირები შეიჭრნენ საქართველოს ბანკის ცენტრალურ ოფისში. მოგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისი მდებარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდით, აქვეა მერიის შენობა. აქ არიან შეკრებილეი ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლებია იძახიან გახარია ჩემი მინისტრიაო…

კარმის კანონია, იძახოდნენ ახალაიები არ გვინდაო და… მე არ ვიცი რამდენი ადამიანი ყავთ აყვანილი მძევლად, მაგრამ ჩემს თვალწინ სხვადასხვა დაჯგუფების პოლიციელები მოვიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეცოპერაცია სერიოზულ ფაზაშია, მოსახლეობა გაიყვანეს, ეტყობა, რომ სერიოზულად არიან.

აქ იყო ბატონი ჩიქოვანი, მაჟორიტარობის კანდიდატი “ქარტული ოცნებიდან”, აქ არიან ჟურნალისტები და ის რომ პერიმეტრიდან გაყავთ ადამიანები, ნიშნავს იმას რომ შიგნით მართლაც სერიოზული რამე ხდება”, – განაცხადა ადგილობრივმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად