ზუგდიდის მერს “ნაცმოძრაობა” კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარის ანი წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის მერმა გეგა შენეგელიამ სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას შეუცვალა ფუნქცია და მუნიციპალური საკუთრებიდან მიანიჭა კომერციული სტატუსი.

რის გამო ანი წითლიძემ ზუგდიდი მერის წინააღმდეგ საჩივარი ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში შეიტანა.

საქმე ეხება 2015 წელს გაყიდულ მიწის ნაკვეთს, რომელიც კეიდიას ქუჩაზე მდებარეობს და სადაც კომპანია ვისოლ ჯგუფს და მის შვილობილ კომპანიას ვენ ჯორჯიას უნდა აეშენებინა საერთაშორისო ბრენდის რესტორანი, თუმცა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვისოლის მოთხოვნით მერმა ფუნქცია და სტატუსი შეუცვალა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ,,აიპრესს” ზუგდიდის მერიაში განუცხადეს რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად