ზუგდიდის მერმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

დღეს, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სიმბოლურად, მშობლიური სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

“მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად მიწევს ამ ლამაზი დღის აღნიშვნა, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს სკოლაში, დარწმუნებული ვარ წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. ჩემთვის ამ სკოლაში ყველაფერი მშობლიურია. ყველა კუთხე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვიქნებით განათლების გვერდით, რადგან განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მთელი ბიუჯეტის 25% განათლების უფრო სრულყოფასა და განვითარებას მოხმარდება, ეს აისახება, როგორც პედაგოგების ანაზღაურებაში, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, რაც უკვე დაწყებულია. წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს, “მილენიუმის“ პროექტით სრულად რეაბილიტირებული 5 სკოლით ხვდება. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად იყოს გამართული.“ -აღნიშნა მოსწავლეებთან მიმართვისას გიორგი შენგელიამ.

მეორე საჯარო სკოლაში მერთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიაც იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად