ზუგდიდის მერმა ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად, ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

მიმდინარე წელს განხორციელდა 500 000 ლარის სამუშაოები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 175 გრძივ მეტრ გზას. დაიგო ბეტონის საფარი.

სამუშაოების მეორე ეტაპი 2020 წელს განხორციელდება. რეაბილიტირდება 1 600 მეტრი სიგრძის გზა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 260 000 ლარია.

გიორგი შენგელია ნარაზენის საბავშვო ბაღშიც იმყოფებოდა და იქ არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად