ზუგდიდის მერის  ვიზიტი იტალიაში დასრულდა

ზუგდიდის მერის ვიზიტი იტალიაში დასრულდა იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდის მერი კასოლა დი ნაპოლის მერთან ერთად ესტუმრა საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

მხარეები შეთანხმდენ გაცვლითი პროგამების შექმნაზე და ისაუბრეს ახალგაზრდების დაახლოვების მნიშვნელობაზე, მათი სხვადასხვა პროექტებში ჩართვის გზით.

ზუგდიდის მერი ახალგაზრდებს ესაუბრა ზუგდიდსა და საქართველოზე, ასევე უპასუხა ახალგაზრდების კითხვებს.

ვიზიტის ფარგლებში მერი ესტუმრა სხვადასხვა სახის საწარმოებს და შეხვდა იტალიელ მეწარმეებს.
შეხვედრებზე გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, საუბარი შეეხო ადგილობრივ მეწარმეებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების პერსპექტივებს.

მერი ესტუმრა ღვინის, ყველის, იტალიური პასტისა და ხორცის საწარმოებს. ასევე მოინახულა ტურისტული ობიექტები და ორგანიზაციები.

მასპინძელ მხარეს მერმა ზუგდიდისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა.

ზუგდიდის მერი ეწვია კასოლა დი ნაპოლისა და მიმდებარე ქალაქების ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობასა და წყალომარაგების კომპანიის ოფისს, სადაც დეტალურად ისაუბრეს თანამედროვე სისტემების დანარგვასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

ზუგდიდში ცენტრალიზებული წყალმომარაგების ქსელი 2020 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება.
კასოლა დი ნაპოლის მერისა და ადგილობრივი ხელისუფლების საპასუხო ვიზიტი ზუგდიდში 2020 წლის მაისისთვის იგეგმება.

მხარეების შეთანხმებით 2020 წლის მაისის თვეში ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმს მოეწერება ხელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად