ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ ბოტანიკურ ბაღში მიმდიანრე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარე ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასეირნო ბილიკებისა და განათების მოწყობა, ჩატარდა მთავარი სასახლის არქეოლოგიური გათხრები.
პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა, ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობას.

აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახორციელებენ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია შემოდგომას დასრულდება.ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...