ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა გინებისთვის გაფრთხილება მიიღო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა მერიის დაქვემდებარებაში არსებული “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილის მხრიდან, გინებისა და უცენზურო სიტყვების გამოყენების ფაქტის შესწავლა დაასრულა. რა წერია აუდიტის დასკვნაში და რა სანქცია დაეკისრა ააიპ-ის დირექტორის მოადგილეს, მერია, ისევე როგორც “ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი”, არ ასაჯაროებს.

თავად ზაზა ფარცვანია კი, აცხადებს, რომ გაფრთხილება მიიღო, რათა მსგავსი ფაქტი შემდეგში არ განმეორდეს.

“რუსთაველზე ვინც დგახართ, თქვენს დედებს შე…. და ვინც პასუხი არ მომთხოვოს, მამებიც დაგიმატეთ, – ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ზაზა ფარცვანია თბილისში, 8 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციას “სირცხვილია”, რომლის მონაწილეებმა დეპუტატებს “სირცხვილის დერეფანი” მოუწყვეს.

ფოტო: facebook

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად