ზუგდიდის მერიაში არ უარყოფენ დარღვევებს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია საუბარი

ზუგდიდის მერიაში არ უარყოფენ იმ დარღვევებს, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის 2017-2018 წლის დასკვნაშია საუბარი.

“მე როგორც მერიის წარმომადგენელი, არ უარვყოფ იმ გარემოებებს, რომელიც არის აუდიტის დასკვნაში, მაგრამ ამავდროულად გასათვალისწიბებელია ის გარემოება, რომ მერიის შესაბამის სამსახურებს, დაწყებული აქვთ და აუდიტის შემოწმების პროცესამდე დაწყებული ჰქონდა აღნიშნული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები. დადგება თუ არა ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მერია არ არის უფლებამოსილი და კომოპეტენტური, რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელოს”,- განაცხადა ზუგდიდის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს აუდიტის დასკვნის მიხედვით,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა წარმართა ხარვეზებით

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად