ზუგდიდის მერია: “რუსთავი 2”-ზე გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ეხმიანება რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს, თითქოს ზუგდიდის ბაღებში აღსაზრდელები საჩუქრების გარეშე დარჩნენ და განცხადებით პასუხობს. 

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს 27, 28, და 29 დეკემბერს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

მასალის მომზადებისას რუსთავი 2-დან არავინ დაგვკავშირებია, რამაც გამოიწვია არასწორი ინფორმაციის გავრცელება. მოუწოდებთ მედიასაშუალებას არ გაავრცელონ სიცრუე და მოსახლეობა შეცდომაში არ შეიყვანონ", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად