ზუგდიდის მერია დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიას აუქციონზე ყიდის

ზუდიდის მერია "დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 12001 კვადრატული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გაყიდვას გეგმავს.
 

მერიამ აუქციონის გამართვაზე ნებართვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოდან უკვე მოიპოვა, თუმცა, ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებს, რომ ტერიტორიის შეძენა ბიძინა ივანიშვილს უნდა.

„აიპრესთან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ მერიის მიერ წარმოდგენილი წინადადება ზუდიდის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ტერიტორიაზე უნდა აშენდეს სასტუმრო, რომელიც არქიტექტურულად დადიანების სასახლეთა კომპლექსის შესაბამისი უნდა იყოს. 

“ქალაქის მერია წარმოდგენილი წინადადებას პოტენციურ ინვესტორებს შეთავაზებენ. კონკრეტულად კი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლია განთავსებული ანუ ძველი სტადიონის ტრიბუნების ადგილი იყო, მერიამ შეიმუშავა წინადადება ამ ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით და მოგვმართა ქალაქის საკრებულოს, დასამტკიცებლად. 

ვიმსჯელეთ, ფაქტობრივად ეთხმად იქნა მიღებული წინადადება იმის შესახებ, რომ ამ ფართობზე განთავსდეს სასტუმრო კომპლექსი. 
მიწის ნაკვეთის ღირებულება აუდიტორების შეფასებით, 1 500 000 ლარად შეფასდა. ძირითადი მოთხოვნებია: პროექტში 20 000 000 დოლარის ინვესტიციის ჩადება, შენობა-ნაგებობა რომელიც აშენდება უნდა ჩაჯდეს კომპოზიციურად საერთო სივრცეში და არქიტექტურულად უნდა შეესაბამებოდეს ქალაქის ისტორიულ გეოგრაფიულ განვითარების მაჩვენებელს და უნდა შეთანხმდეს კულტურის სამინისტროსთან“, – განაცხადა ქვარაიამ. 

საკრებულოს თავმჯდომარე არ ეთანხმება ადგილობრივი ოპოზიციის მოსაზრებას, რომ თითქოს მიწის ნაკვეთის მყიდველი, პოტენციური ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია და აუქციონზე მიწის ნაკვეთის გატანა მხოლოდ ფორმალური მხარეა. 

„არასერიოზულია კულუარულ მოლაპარაკებებზე ვისაუბროთ. ეს არის პროექტი, რომელიც გათვლილია ქალაქის განვითარებაზე. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს იქნება ზუგდიდის ცხოვრებასა და განვითარებაში ახალი ეტაპი. წინადადება გადის აუქციონზე, ბუნებრივია, აუქციონში მონაწილეობის უფლება ეძლევა ყველა ინვესტორს, სადაც საუკეთესო პროექტი გაიმარჯვებს. 

რაც შეეხება იმას ვინ იქნება ინვესტორი, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა ვინმე, მე პირადად მივესალმები ყველა ინვესტორს და ძალიან გამიხარდება თუ ბიძინა ივანიშვილი რამე ფორმით მიიღებს ამ პროექტში მონაწილეობას. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და სასარგებლო ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა ქვარაიამ. 

ზუგდიდის ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუამ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ პროექტის პირობებში წერია, რომ უნდა აშენდეს საერთაშორისო ოპერატორის ბრენდის სახელის მქონე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად