ზუგდიდის მერი: ქალაქის 10 გზის, 16 სოფლის გზის და 100-ზე მეტი ქუჩის განახლება იგეგმება

ზუგდიდის ახლადარჩულა მერმა, გიორგი შენეგლიამ, “აიპრესთან” იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი მერობის პერიოდში იქნება პრიორიტეტული.
“ჩემი მერად საქმიანობის პერიოდში, მთავარი საზრუნავი იქნება მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. პრიორიტეტი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საჭიროების მიხედვით. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ვგრძნობთ მხარდაჭერას და ეს პროცესი იქნება მზარდი. წელს მთავრობამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 50 მილიონ ლარზე მეტი გამოყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მოხდება ქალაქის 10 გზის რეაბილიტაცია, 16 სოფლის გზის და 100 მეტი ქუჩის განახლება. მოგეხსენებათ, ანაკლია-განმუხურში მიმდინარეობს სეზონისთვის მზადება, როსთვისაც 6 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. მნიშვნელოვანია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. ახალგაზრდებს ექნებათ სივრცე, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით იცხოვრონ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი სივრცეები. მთავრობის ხელშეწყობით, ვიმუშავებთ იმაზე, რომ გაგრძელდეს კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. და რაც მთავარია, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება”, – განაცხადა შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...