ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს 

„კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში“, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, დეზინფექცია უტარდება იმ ობიექტს, სადაც კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი მათგანი, 50 წლამდე მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონია. ამ დროისთვის 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

რაც შეეხება მეორე დადასტურებულს, მას 25 კონტაქტი ყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები.

ოქროს ბირჟა, რომელიც რუსთაველის # 94-ში მდებარეობს, დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კონტაქტების მოძიებაზე. ამ ეტაპზე ის ობიექტი, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა, მუშავდება სპეციალური ხსნარით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად