ზუგდიდის მერი: გთხოვთ, მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოხვიდეთ სახლიდან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველა იმ მოხალისეს, რომელიც კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებშია ჩართული და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად ატარებს. უმორჩლესი თხოვნა მექნება თითოეულ მოქალაქესთან, გაგებით მოეკიდონ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც მერია კორონა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ახორციელებს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი თანაქალაქელი გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, გაითვალისწინებს მთავრობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციას საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების საკეთილდღეოდ.

კიდევ ერთხელ მოგმართავ თხოვნით, რომ მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გამოხვიდეთ სახლიდან.“ – განაცხადა მერმა, გიორგი შენგელიამ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად